+(995) 599-50-05-59 info@cs.ge
ორშაბათი-პარაკევი 8:00-დან - 19:00-მდე
საქართველო, რუსთავი მაზნიაშვილის N2

ლითონის ზედაპირის წმენდა აბრაზიული საფანტით და ქვიშა-ჭავლური მეთოდით. S.A 3.0 დონემდე

ნებისმიერი ლითონის ფურცელი და პროფილი, რომელიც კონსტრუქციაში გამოიყენება უნდა გასუფთავდეს ქარხნული ზეთისაგან და ჟანგისაგან. თანამედროვე სტანდარტის მიხედვით ლითონი უნდა გასუფთავდეს დაჭრამდე და შემდეგ როგორც კონსტრუქცია შეღებვამდე, მაქსიმუმ 4 საათით ადრე. საათი პირობითია და დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობაზე კონრეტულ მომენტში. 

პირველი გასუფთავება აუცილებელია რათა ვიზუალურად გამოვლინდეს ლითონის ზედაპირზე ნაკლოვანებები  და შეფასდეს მისი შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობა.